შეიძლება თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებიც შემცირდეს – კულტურის მინისტრი ოპტიმიზაციაზე

ოპტიმიზაციის პროცესი კულტურის სამინისტროში 2017 წლიდან დაიწყება. მიხეილ გიორგაძის თქმით, საშტატო ერთეულების შემცირება არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, არამედ დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებსაც შეეხებათ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი არც გარკვეული დეპარტამენტების გაუქმებას გამორიცხავს.

„თუ ჩვენ იძულებული ვიქნებით გარკვეული პროცენტი საშტატო ერთეულების შევამციროთ, ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ რიგითი თანამშრომლების ხარჯზე გაკეთებული. ჩვენ სტრუქტურული ოპტიმიზაციიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გარკვეული რაოდენობა შეიძლება თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებიც შემცირდეს. დაწყებული დეპარტამენტის უფროსებიდან და მათი მოადგილეებიდან. გარკვეული დეპარტამენტების შერწყმა შეიძლება მოხდეს ან სულაც ახალი დეპარტამენტები გაჩნდეს,“ – აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

banner
წინა სტატიაში„კაცების დრო“ – საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა