შეიძლება, სხვა დამნაშავეები გამოაშკარავდნენ – ეკა ბესელია რამდენიმე საქმის გახსნას აანონსებს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ახლი ეპიზოდი გახდეს ცნობილი, რომელიც შესაძლოა, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობას უკავშირდებოდეს.

მისი თქმით, შეიძლება, კიდევ ბევრი საქმე გაიხსნას და სხვა დამნაშავეები გამოაშკარავდნენ, რომლებიც ადამიანების უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ და ეს შეიძლება, დაემთხვეს არჩევნებსაც და გაგრძელდეს მის შემდეგაც.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაიხსნება, დარჩება ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც არ ექნება დაკმაყოფილებული განცდა, რომ მისი უფლებები აღდგა. ძალიან დიდი მასშტაბი იყო მსხვერპლის და დაზარალებულის, ამ პატარა ქვეყნისთვის 200 000-300 000 ადამიანის ციფრი ძალიან ბევრია. ეს პროცესები გაგრძელდება. რომ გითხრათ ყველაფრით კმაყოფილი ვარ, არ იქნება სწორი. ბევრჯერ ვსვამ ამ კითხვებს ჩვენივე ძალოვან უწყებებთან.

არჩევნების წინ, შეიძლება, დაემთხვეს ბევრი საქმის გახსნა. შეიძლება, კიდევ ბევრი საქმე გაიხსნას და სხვა დამნაშავეები გამოაშკარავდნენ, რომლებიც ადამიანების უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ და ეს შეიძლება, დაემთხვეს არჩევნებსაც და გაგრძელდეს მის შემდეგაც. არ გამოვრიცხავ, რომ ახლი ეპიზოდი მოვისმონით, რომელიც შესაძლოა, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობას უკავშიდებოდეს”, – განაცხადა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა
შემდეგი სტატია„ყოჩაღ ივანიშვილს“- ალასანიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა