“შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ…თუკი დადასტურდება ის გვარები…”

ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე ეკა ბესელიამ 22 ნომებრის სპეცოპერაციაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ”. ბესელია ყველას ურჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

“სხვა საკითხებთან ერთად დღეს ვისაუბრებთ სპეცოპერაციაზე. ვიდრე ვინმე თავს ბრალდებების უფლებას მისცემს, ცოტა მეტი მოთმინება უნდა ვიქონიოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ეს არის ის წესი, რომელსაც ყველა ქვეყანაში იცავს ყველა და მათ შორის მედიაც. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ნუ იჩქარებთ, შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ და ნუ დავიწყებთ შეფასებების გაკეთებას ბოლოდან, ყველაფერს აქვს საწყისები და სათავე. მე შევეცდები, რომ ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ვიღებთ პერიოდულად, მოგაწოდოთ იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება ის გვარები, რომელიც სახელდება. ზედმეტი სიჩქარე უფრო მეტ ეჭვებს ბადებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთივე უსაფუძვლო ბრალდებით გამოდის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საქმიანობას აუდიტი შეისწავლის
შემდეგი სტატია(Video) სოხუმში სუპერმარკეტი დაიწვა