“შეიძლება ოთახი საარჩევნო პროცესისთვის უნივერსალურად შესადაგებული არაა, მაგრამ ზოგადად, საარჩევნო უბნები ასეთია”

„ქართული ოცნების“ წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მარნეულის N48-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია.

ფოფხაძის ინფორმაციით, არანაირი ისეთი დარღვევა არ ყოფილა, რომელმაც შეიძლება საარჩევნო პროცესს ხელი შეუშალოს.

„აქტიურობა მაღალია. არის რიგები. ვითარება მშვიდია. ამ რიგებმა შესასვლელთან, ცოტა შეფერხება შექმნა დილით, თუმცა გამოსწორდა. არანაირი წინაპირობა, რომ რაიმე დარღვევები შეიძლება იყოს, არ არსებობს. შეიძლება ოთახი არ არის უნივერსალურად საარჩევნო პროცესისთვის შესადაგებული, მაგრამ ზოგადად, საარჩევნო უბნები ასეთია. ვფიქრობ, ამ ფაქტმა არ მგონია ხელი შეუშალოს მთლიანად პროცესს. ყველას აქვს საშუალება დააკვირდეს კენჭისყრის პროცესს. უამრავი დამკვირვებელია. დარღვევებიც არაფერი ისეთი არ ყოფილა, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა ფოფხაძემ.

სოფელ ყიზილაჯლოში, მარნეულის N48-ე საარჩევნო უბანზე, კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკვირდებიან.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, „ოცნების“ გახურებულ ტვინებს დღის ბოლოს უბნის დარბევა არ მოაფიქრდებათ”
შემდეგი სტატიაჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი