შეიძლება, მეფიქრა, მამაო ხომ არის გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ და პროვოკაცია იგეგმება ჩემთან დაკავშირებით – ირაკლი მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე, „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ფირცხალავამ, ის სუს-ის აგენტობაში დაადანაშაულა.

ირაკლი მამალაძე ამის პასუხად აღნიშნავს, რომ მას მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია. ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეინახა 23 იანვარს დეკანოზის მიერ მიცემული ფურცელი, რომელზეც ეწერა კალიუმის ციანიდი და მუშაობდა თუ არა უკვე ის ამ თემაზე, ირაკლი მამალაძემ აღნიშნა, რომ იეჭვა და სწორედ ამიტომ შეინახა ფურცელი.

„არ ვმუშაობდი არანაირად ამ თემაზე. მე გითხარით, რომ გამიჩნდა უკვე რაღაც ფიქრები წამოვიდა,“ – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირიქით, ფიქრობდა, რომ შესაძლოა, თავად მამაოს იყენებდნენ მის წინააღმდეგ.

„მე ბოლო ერთი წელი ვცხოვრობდი საყდრისში, ფაქტობრივად, კაზრეთის ტერიტორიაზე, ვიყავი საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი. რატომ უნდა ეთხოვა მამაოს მომეპოვებინა ნივთიერება, რომელიც, ასე ვთქვათ, მოიპოვება იმ კონკურენტ კომპანიაში, რომელსაც მე ამ წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდი. აქედან გამომდინარე, მე ვიფიქრე, რომ რაღაც, ხომ შეიძლება ბუნებრივად მეფიქრა, იქნება, მამაო არის გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ და რაღაც პროვოკაცია იგეგმება ჩემთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

https://youtu.be/-vDwrOFW6WY

 

banner
წინა სტატიაშისკანდალური დოკუმენტი „კურიერს“ – 200 ჰექტარი მიწა საქართველოს მთავრობამ ივანიშვილის გარემოცვას ერთ ლარად გადასცა
შემდეგი სტატია1993 წლის 2 ივლისი დილის 5.00 საათი-მე ვიცავ ჩემს სამშობლოს!!!