შეიარაღებულმა მამაკაცმა მოსკოვის ცენტრში მძევლები აიყვანა

მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ ბანკში დაახლოებით 50-55 წლის შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი იმუქრებოდა, რომ ბანკს ააფეთქებდა. მისი თქმით, ბანკის გაძარცვას არ აპირებდა და პოლიციასთან მოლაპარაკებები მოითხოვა.

ადგილზე სპეცრაზმის მისვლის შემდეგ მამაკაცმა ფეხმძიმე ქალი, მოგვიანებით კი ბანკის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა.

ამ დროისთვის შენობა სამართალდამცველების ალყაშია.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას გამონათქვამი – “ვირიშვილო, მაიმუნო” აქციაზე გააპროტესტეს
შემდეგი სტატიაქუთაისის პარლამენტის შენობასთან ავტომობილი დაიწვა – დაშავებულია 1 ადამიანი