შეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტებზე ზომები მკაცრდება

თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს შორის, აზარტული თამაშებისა და ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, მიდგომების გამკაცრებას გეგმავს.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა განაპირობებს ყველა იმ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტების, რაც სამხედრო მოსამსახურის ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას – სიცოცხლის უფლებას უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომ სამინისტრო ასევე ორიენტირებულია შეიარაღებული ძალების ღირსების დაცვაზე, მისთვის და მთლიანად, შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ სამინისტროს პოზიცია იქნება უმკაცრესი.

“ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეიარაღებულ ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში უკვე აისახა. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერთან რესპუბლიკელების შეხვედრაზე თინა ხიდაშელი განმარტებებს არ აკეთებს
შემდეგი სტატიასამხედრო მოსამსახურეებს ჰაუპტვახტში აღარ მოათავსებენ