შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე სამხედრო იერიში მიიტანა

შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე სამხედრო იერიში მიიტანა. ამერიკამ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან განახორციელა.

პენტაგონი ოპერაციის ამსახველ პირველ კადრებს ავრცელებს. ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 

 

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ასწლოვან ხეებთან ერთად მრავალწლოვანი ბამბუკებითაც დაინტერესდა
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს