„შეძრული ვარ, ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!“ – არიანა გრანდე მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდე მანჩესტერში, საკუთარი კონცერტის შემდეგ მომხდარი ტერორისტულ აქტს გმობს.

მომღერალი მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ემოციის გამოსახატად, სიტყვები არ ყოფნის.

„შეძრული ვარ, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც განვიცდი. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!“, – წერს არიანა გრანდე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის სტადიონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის, ბავშვებიც არიან. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 59 ადამიანი.

თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში მოხდა. ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ცხენი მანქანას დაეჯახა