შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:
შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა.
სიტყვები უძულურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ჩემთან ერთად, თითოეული ჩვენგანი განიცდის. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს და განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით სწორედ ბავშვებს და მოზარდებს უნდა მოვეკიდოთ.

პოლიტიკოსებმა, და ჩვენთან ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

იმედი მაქვს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს, მეგობრებს და ახლობლებს. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ,” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიტორონტოში დანით 7 ადამიანი დაჭრეს
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა : აუცილებლად უნდა ჩატარდეს მუშაობა განათლების სისტემაში იმისთვის, რომ ჩვენი შვილები უფრო მეტად იყვნენ დაცული ასეთი საზარელი ფაქტებისგან