“შეჩერებული იქნას ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის და ყრილობის დელეგატთა უფლებამოსილება” – ძიუდოისტების ახალი მოთხოვნა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ძიუდოისტების პროტესტი შეწყდა – სპორტსმენები დღეს პირველად ივარჯიშებენ, თუმცა ისინი ამჯერად ძიუდოს ფედერაციის აღმასკომისა და ყრილობის დელეგატთა უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

რაც შეეხება ქვეხიშვილის შემცვლელს, სპორტსმენების თქმით, მისი შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. ძიუდოისტები ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს მიმართავენ, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ნეიტრალური პირებით იქნება დაკომპლექტებული.

“განვაახლებთ ვარჯიშებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა დატოვა პოსტი. მივმართავ სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს, შემჭიდროებულ ვადაში ჩამოყალიბდეს დროებითი მმართველი ორგანო, სამუშაო ჯგუფი სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და ძიუდოს ფედერაციის დროებითი წარმომადგენლებით.

შეჩერებული იქნას ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის და ყრილობის დელეგატთა უფლებამოსილება დროებითი მმართველი ორგანოს შესაბამის გადაწყვეტილებამდე“ – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ პროტესტი სპორტსმენებმა აპრილის ბოლოს გამოთქვეს – მას შემდეგ რაც ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სრული კრახი განიცადა. სპორტსმენები პროტესტის ნიშნად ერთი თვე არ ვარჯიშობდნენ და დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშივითხოვთ ხელფასის იმ ნიშნულზე დაყენებას, რაც იყო 2013 წელს – მეტროს გაფიცული თანამშრომლები კალაძეს პასუხობენ
შემდეგი სტატიათბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებთან დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს