შავკანიანმა ერიტრიელმა გერმანიაში პენსიონერი გააუპატიურა

გერმანიის ქალაქ იბენბიურენში, სასაფლაოზე, ერიტრიელმა ლტოლვილმა 79 წლის მოხუცი გააუპატიურა – დღეს Bild-ი წერს.
ინციდენტი კვირას, 24 ივლისს მოხდა. ქალი მოხუცთა სახლში ცხოვრობდა და დილით გარდაცვლილი დის სასაფლაოს მოსანახულებლად იყო წასული, როცა მას 40 წლის ერიტრიელი დაესხა თავს.
კივილი შემთხვევითმა გამვლელმა გაიგო, რომელმაც მაშინათვე გამოიძახა პოლიცია. დამნაშავე დააკავეს. პენსიონერს სამედიცინო დახმარება გაეწია და გუშინ დილით საავადმყოფოდან გაწერეს.
გამოცემის ინფორმაციით, ერიტრიელი გერმანიაში 2013 წელს ჩავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო. ის ქალაქ ხერსტელში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, 20 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიამერილ სტრიპი კლინტონის მხარდასაჭერად გამოვიდა