შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

გონიოს სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვის ახალი ფაქტები არის დაფიქსირებული.

სპეციალისტების განცხადებით შემთხვევები ვირუსულ ინფექციას უკავშირება. პირველადი დათვალიერებით დელფინებს დაზიანებები არ აღენიშნებათ.

სარფიდან განმუხურამდე, შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ეს 25-ე შემთხვევაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიზეზი მორბილ-ვირუსული ინფექციაა, რომელიც მსგავსი მასშტაბით შავ ზღვაში 2012 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აჭარის გარდა, 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა აფხაზეთში.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი შემთხვევები განმეორდება, ამიტომ ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, გამორიყულ ცხოველებთან შეხებას მოერიდონ.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ
შემდეგი სტატია“პრემიერი მზადაა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს”