შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია: ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში ჩატარტდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 24 სექტემრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 26-27 სექტემბერს მეორე საერთაშორისო კონფერენციას მართავს თემაზე: ”ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში” (HALC-2017).
კონფერენციაში 80-მდე მომხსენებელი იღებს მონაწილეობას საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ინდოეთიდან.
კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული საკითხების განხილვაში, რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ შესწავლაში.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის მეორე საჯარო სკოლის თორმეტი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიავანუატუ ვულკანის ამოფრქვევას ელოდება