,,შავი პარასკევი,, თურქეთში…

14658443_656993697794154_1343797048_nთურქულმა ,,მედიამ, შავი პარასკევი უწოდა 14 ოქტომბერს რადგან ამ დღეს თურქეთის 5 სხვადასხვა ქალაქში, ქურთების მუშათაა პარტიის PKK-ს ტერორისტების მიერ თურქი სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ მოწყობილ თავდასმებში მრავალი ადამიანი დაიჭრა და ადაიღუპა…
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქებში დიარბაქირი, მარდინი, ვანი, ადიამანი, ჰაკარი… ქურთმა ტერორისტებმა როგორც შეიარაღებული თავდასხმებით, ასევე წინასწარ დაგებული ნაღმების მოქმედებაში მოყვანით, 5 თურქი ჯარისკაცი სიცოცხლეს გამოასალმეს და 17-მდე დაჭრეს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ქურთებით დასახლებულ ზემოხსენებულ რაიონებში, PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციები უფრო მასშტაბური და ინტენსიური გახდება.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პროცესი დაასრულა
შემდეგი სტატიაოლანდის შემდეგ, პუტინს მერკელიც წინაპირობას უყენებს