შავ ზღვაში დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის ოჯახის წევრები გზების გადაკეტვით იმუქრებიან

2 დღის წინ შავ ზღვაში დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის ოჯახის წევრები გზების გადაკეტვით იმუქრებიან. მათი თქმით იმ შემთხვევაში თუ სამხედროებს უახლოეს დღეებში არ იპოვიან ისინი გზებს გადაკეტავენ.

როგორც შარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, უბედური შემთხვევა ინსტრუქტორების დაუდევრობით მოხდა და შტორმის დროს 30 მეტრის სიმაღლზე სამხედროები თოკის გარეშე არ უნდა ჩაეშვათ.

შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნაში უკვე თურქული მხარეც ჩაერთო და თურქეთიდან ერთი სამაშველო კატარღა უკვე შემოსულია.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნის ოპერაციაში თურქული მხარე ოფიციალურად ჩაერთო
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ვისაც ჩვენი პარტიის აზრები არ მოსწონს, დაგვტოვონ, გაგვათავისუფლონ