შავ ზღვაში ჩავარდნილ რუსულ Ту-154-ზე აფეთქების კვალი ვერ იპოვეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის Ту-154-ის ბორტზე, რომელიც აფრენიდან ორ წუთში შავ ზღვაში ჩავარდა, აფეთქება არ მომხდარა. რუსული სამხედრო უწყების გამომძიებლების თქმით, ამაზე მიუთითებს “შავი ყუთების” წინასწარი გაშიფრვა. ამასთანავე, ტერაქტის ვერსია საბოლოოდ არ არის გამორიცხული, თუმცა, არც ძირითად ვერსიებში არ განიხილება.
თვითმფრინავ Ту-154-ის კატასტროფის ოფიციალური ვერსია თვითჩამწერების გაშიფრვის შემდეგ დასახელდება, რაც სავარაუდოდ, 30 დღეში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. თვითმფრინავი სოჭიდან სირიაში მიფრინავდა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის განცხადებით აზერბაიჯანის საზღვარზე სამი ჯარისკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიატრამპმა აშშ-ს რუსული სანქციების შემოღების ნაცვლად, წინ სიარულისკენ მოუწოდა