შავ ზღვაში ჩაძირული რუსული Ту-154-ის ძირითადი “შავი ყუთი” იპოვეს

სამაშველო სამუშაოებისას კატასტროფაში მოყოლილი Ту-154-ის ძირითადი თვითჩამწერი იპოვეს – ორი დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა.
“შავ ყუთს” მოსკოვში, სამხედრო-საჰაერო ძალების სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გადაიტანენ.

გარდა ამისა, დღეს დილით ასევე ნაპოვნი იქნა დაღუპულთა 12 ცხედარი და თვითმფრინავის ფრაგმენტები.
რუსეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავი სირიაში მიფრინავდა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან არავინ გადარჩენილა ცოცხალი.

მომხდარის მთავარ ვერსიებად განიხილება პილოტის შეცდომა და ძრავში უცხო სხეულის მოხვედრა.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: ნუ ტიპობენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამი ტელევიზია გადადის ხელისუფლების ხელში
შემდეგი სტატიადონეცკმა კიევს ორი ტყვე ქალი გადასცა