შარლოტა რემპლინგი: “ოსკარის” ბოიკოტი “თეთრების დისკრიმინაციაა”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 23, 2016 23:34

შარლოტა რემპლინგი: “ოსკარის” ბოიკოტი “თეთრების დისკრიმინაციაა”

შარლოტა რემპლინგი: "ოსკარის" ბოიკოტი "თეთრების დისკრიმინაციაა"87“ოსკარის” პრემიის ნომინანტმა, მსახიობმა შარლოტა რემპლინგმა შავკანიანი მსახიობების მიერ კინოაკადემიის წინააღმდეგ მიმართულ კომპანიას “თეთრების მიმართ რასიზმი” უწოდა.
ფრანგული არხის “ევროპა 1”-ის შეკითხვაზე, ესმის თუ არა მსახიობს მიზეზები, რამაც შავკანიანი მსახიობების მიერ “ოსკარის” ბოიკოტი გამოიწვია, მან უპასუხა: “არა, მგონია, რომ ყველაფერი პირიქითაა”.
“რთულია თქვა… შესაძლოა არც ერთ შავკანიან მსახიობს არ დაუმსახურებია ნომინაცია” – დაამატა მან.
69 წლის რემპლინგი საუკეთესო როლზეა ნომინირებული ფილმისთვის “45 წელი”.

მან ასევე უარყოფითად შეაფასა რეჟისორ სპაიკ ლის წინადადება, რომლის იდეა იყო “ოსკარის” ნომინაციებში რასობრივი უმცირესობებისთვის კვოტების შემოღება.

“რა საჭიროა ადამიანების კატეგორიებად დაყოფა? ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მეტ-ნაკლებად ყველას ერთნაირად აღიქვამენ. ადამიანები ყოველთვის ეძებენ პრობლემებს. ზოგზე ამბობენ “ეს ძალიან ლამაზია”, სხვაზე, რომ ის ძალიან შავია, მესამეზე რომ ის ძალიან თეთრია… ყოველთვის მოიძებნება ვიღაცა, რომელიც იტყვის, რომ თქვენ ძალიან ეს ან ის ხართ” – განაცხადა მსახიობმა.

მან აზრი მას შემდეგ გამოთქვა, რაც სპაიკ ლიმ განაცხადა, რომ არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს “ლილიასავით თეთრ” ცერემონიაში. მას რამდენიმე შავკანიანმა მსახიობმა დაუჭირა მხარი. თვითონ რემპლინგი სოციალურ ქსელებში მკაცრად გააკრიტიკეს.
დებატებს მხარი დაუჭირეს ვიოლა დევისმა, უილ სმიტმა და მისმა მეუღლემ, ჯორჯ კლუნმა და სხვა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 23, 2016 23:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics