შაორის “მომავლის ბანკი” გაიხსნა

შაორის „მომავლის ბანაკს” სტუდენტების პირველი ნაკადი ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და ზურაბ ცოფურაშვილი, პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩი ზურებიანი დაესწრნენ.
ბანაკის პირველი დღე გაცნობას, გუნდების წარდგენას, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს დაეთმო.
შაორის ,,მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან ერთად მთავრობის განკარგულების საფუძველზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 1255, 2016 წლის 1 ივლისი. ქ.თბილისი, შაორის ტერიტორიაზე ,,მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ) ახორციელებს.

,,მომავლის ბანაკი“ შაორში 10 ნაკადად 18-29 წლის 1280 სტუდენტს მიიღებს. მათ შერჩევას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ყველა რეგიონიდან უზრუნველყოფს. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიენიჭებათ.
პროგრამის მიზანია: ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, არაფორმალური განათლების მიღება, სხვადასხვა ქალაქებასა და რეგიონებიდან ახალგაზრდების დამეგობრება, აზრთა გაზიარება.
ახალგაზრდებისთვის ზაფხულის პერიოდში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი, არა მხოლოდ დაისვენებენ, არამედ კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი თურქეთში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს