შანხაის აეროპორტში ხანძრის შედეგად არინ დაღუპულები და დაშავებულები

შანხაის საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ტერმინალის სარდაფში გაჩნდა და 100 კვადრატული მეტრის ფართს მოედო, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა. აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცეცხლი სავარაუდოდ სარეკონსტრუქციო მასალებს მოედო, რომლებიც ტერმინალში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისთვის სარდაფში ინახებოდა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: IRI-ს კვლევის შედეგები NDI-ს მსგავსად, რეალობას არის აცდენილი