შალვა რამიშვილმა დაანონსებული “სენსაციური ინფორმაცია” გაასაჯაროვა

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” და კომპანია GFK.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შლავა რამიშვილმა განაცხადა, ბესო კალაძეს ხელში ჰქონდა ორი დოკუმენტი, ორი მონაცემი, კვლევის ის მონაცემები, რომელიც მაშინ ჯერ არავინ არ იცოდა “ბისიჯისა” და GFK-ს გარდა, ხოლო მეორე იყო რეალური დათვლა.

“მე ვურჩიე კალაძეს, თავი შეეკავებინა ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისგან და დაეცადა, დაემთხვეოდა თუ არა ეს მონაცემები გავრცეელებულს. ეს მონაცემები, ჩემი რჩევით, კალაძემ ნოტარიუსთან დაამოწმა და შეინახა. ჩვენ აქედან ყველანი წავალთ ნოტარიუსებთან და გავხსნით იმ მონაცემებს ერთად”,-აღნიშნა შალვა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც კალაძეც ესწრებოდა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, გავრცელებული მონაცემები არის გაყალბებული.

“შემიძლია გითხრათ, რომ ეს მონაცემები შეცვლილია “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში”,-აღნიშნა რამიშვილმა.

“მე ვიყავი “თავისუფალი ზონის” წევრი, ვიყავი” ნაციონალური მოძრაობის” საარჩვენო სიის წევრი, დღეს “ნაციონალური მოძრაობაში” მყავს კიდევ ბევრი მეგობარი, მე დღეს ვერ გავამხელ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, ვინც მე ეს მონაცემები მომაწოდა. თუმცა, მქონდა ორი დოკუმენტი, ერთი რაც იყო გაყალბებული და მეორე რაც რეალურად იყო”,- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოინახულა
შემდეგი სტატია„ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურები, საითკენაც მიყავთ ეს ყველაფერი” – ნიკა გვარამია ფარული თვალთვალის ახალ ფაქტებზე საუბრობს