შალვა ნათელაშვილმა კახეთში რეგიონული კონფერენცია გამართა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კახეთში რეგიონული კონფერენცია გამართა. შეხვედრას, რომელიც სასტუმრო კომპლექს ლოპოტაზე მოეწყო, პარტიის რაიონული ხელმძღვანელები და აქტივისტები დაესწრნენ.

შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განაცხადებით, ლეიბორისტები არჩევნებში მონაწილეობას არაკოალიციურ რეჟიმში მიიღებენ და გამარჯვების მოპოვებას დამოუკიდებლად შეეცდებიან.

„ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ლეიბორისტული პარტიის სახით, რომელსაც შეუძლია, ჩაიბაროს ხელისუფლება, ააწყოს ქვეყანა და გადაიყვანოს ის გამარჯვების ახალ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ჩვენ რაიმე პარტიულ ბლოკებში, ალიანსებში და კოალიციებში გაწევრიანებს არ ვაპირებთ, რადგან ამ ფორმატებმა არა ერთხელ დაღუპა საქართველო,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-გოგო რომლის გამოც ერეკლე კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანი მიატოვა
შემდეგი სტატია“კონსერვატიული პარტია” საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება