შალვა ნათელაშვილმა გიგლა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა

13254248_1735815956703404_8019214146054493677_nრუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლული გიგლა ოთხოზორიას პანაშვიდზე, ზუგდიდში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩავიდა. ნათელაშვილმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა.

“ის ტყვია მთელ საქართველოს ესროლეს. სასტიკად უნდა დაისაჯოს არა მარტო მკვლელი, არამედ თვითმარქვია თანამდებობის პირთა ის კორპუსი,რომელიც თარეშობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რომელნიც ახალგაზრდა თაობას ზრდის ქართველთმოძულეობის და მანიაკალურ საფუძველზე. უნდა აღიძრას მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები, ინტერპოლით გამოცხადდეს მათზე ძებნა” განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ 19 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ნაბაკევში 31 წლის გიგლა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მძიმე ჭრილობების გამო ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ და ი ჯონ კერი და ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ.
შემდეგი სტატიასავჩენკოს ადვოკატი: მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის