შალვა ნათელაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

თუ დროზე არ იქნება გადამწყვეტი ზომები მიღებული ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, ის აუცილებლად გააყალბებს შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ის ასევე შეხვდა სენატორ სიუზან კოლინს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ სოფლებში არსებულ სიტუაციას. ასევე, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებას.
“სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ყველა წამაყვანი დეპარტამენტების წარმომადგენელები , განვიხილეთ საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. განვიხილეთ კრიმინალური სინდიკატის საქმიანობა ივანიშვილის მეთაურობით და მე პირდაპირ განვაცხადე, რომ თუ დროზე არ იქნება გადამწყვეტი ზომები მიღებული ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, ის აუცილებლად გააყალბებს შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4827 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“დემოკრატიული მოძრაობა” და ნინო ბურჯანაძე არავის არაფერს სთხოვს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს”