შალვა ნათელაშვილის საგანგებო განცხადება

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"ტერორისტი სეპარატისტის მიერ ხურჩაში, კონფლიქტის ხაზზე, მშვიდობიანი ახალგაზრდის საზარელი მკვლელობა იმავდროულად წარმოადგენს ადამიანობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, რაზედაც უმკაცრესი რეაქციაა საჭირო!
აღნიშნულიდან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:
1. რუსულმა მხარემ მკვლელი დასასჯელად გადმოსცეს საქართველოს იურისდიქციას.
2. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკლებლივ ყველა სეპარატისტი თანამდებობის პირი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, სახელმწიფო ღალატისთვის მიეცნენ პასუხისგებაში და გამოცხადდეს მათზე ინტერპოლით ძებნა.
3. სასწრაფოდ გადადგეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გომელაური, რომელიც არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის პირადი უშიშროებაა.
4. გამოწვეული იქნას გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე, რომლის შენახვაზეც ბიუჯეტიდან იხარჯება 2 მილიონი და რომელსაც ამ წლებში ერთი პროტესტიც კი არ წამოცდენია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით-ნათქვამია “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის საგანგებო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე:”სადაც სამთავრობო რეზიდენციებია განლაგებული ედუარდ შევარდნაძის სახელი უნდა ეწოდოს”
შემდეგი სტატიაN15 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა