შალვა ნათელაშვილი: უარი ითქვას ეგზიტპოლების გამოცხადებაზე არჩევნების დღის 24 საათამდე

ლეიბორისტუილი პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაანონსა გამარჯვება.

“წარმავალი რეჟიმის გაკოტრებულმა ლიდერმა, ივანიშვილმა უკვე წინასწარ დაანონსა გამარჯვება და 100 დეპუტატის გაყვანა პარლამენტში, რაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ უდიდესი გაყალბების გზით, რისთვისაც ხელისუფლებამ უკვე გააერთიანა 4 მისდამი დაქვემდებარებული ტელევიზია, შეკვეთილი ეგზიტპოლების გამოსაცხადებლად. ეგზიტპოლი კი სწორედ ის სიგნალია, რომლითაც ტოტალურად იწყება ფალსიფიკაცია და რაც გახდება ქვეყანაში დიდი სამოქალაქო კონფრონტაციის დასაწყისი.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ტელევიზიას, უარი ითქვას ეგზიტპოლების გამოცხადებაზე არჩევნების დღის 24 საათამდე, სანამ არ დაიწყება პირველადი შედეგების დათვლა უბნებში. გავითვალისწინოთ, რომ ეგზიტპოლი აკრძალულია ასევე, არგენტინაში, კანადაში, საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველმა ღამემ მოსახლეობისთვის მშვიდად ჩაიარა
შემდეგი სტატია“გიორგი კვირიკაშვილს მძიმე ვითარება ექნება, თუ ის გუნდი აღმოჩნდება უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს სთავაზობს”