შალვა ნათელაშვილი: რა განსხვავებაა ივანიშვილის რეჟიმსა და მის მიერ დაგმობილ წინა რეჟიმს შორის

შალვა ნათელაშვილი:

gggg“ზუგდიდში მომხდარი ცემა-ტყეპის ამაზრზენ ვიდეოეპიზოდთა ნახვის შემდეგ, ყოველგვარ პოლიტიკისა და საარჩევნო ციებ-ცხელების გარეშე, სრულიად ადამიანურად გამიჩნდა კითხვა – რა განსხვავებაა ივანიშვილის რეჟიმსა და მის მიერ დაგმობილ წინა რეჟიმს შორის.
სამწუხაროდ არავითარი, უფრო მეტიც, თუ წინა ხელისუფლება პოლიტიკური ჭეშმარიტების დასადგენად ძირითადად იყენებდა მსხილკუნთა და ტვინბოროტ ძიუ-დოისტებს, ივანიშვილმა საქმეში ჩართო იგივე თვისებების ვაისპორტსმენთა სხვა სახეობის ბანდებიც, მოკრივენი, რაგბისტები და სხვანი.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ თუ წინა ხელისუფლებამ მაინც არჩევნების გზით დათმო ძალაუფლება, ეს ხელისუფლება, სჩანს ამას არ აპირებს. დღეს მან გადადგა ნაბიჯი სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად, რისი ბედნიერებაც არ უნდა მივცეთ.
ყველა სპორტსმენი, რომელიც საკუთარ ხალხს მოევლინება მჩაგვრელად ჯოჯოხეთის არენაზე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას”-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის კანცელარიასთან ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე საპროტეტსტო აქცია დაწყო
შემდეგი სტატია,,სამართლიანი არჩევნები ” კორცხელში მომხდარ ფაქტს ეხმაურება