შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების შემადგენლობას აპროტესტებს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა რეგიონში წარდგებილი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენა გააპროტესტა.
ნათელაშვილის თქმით, წარდგენილი კანდიდატების დეპუტატობა”ქვეყნის დასასრულის ტოლფასი იქნება”.
“დატოვებული მაჟორიტარული ხვრელებით პარლამენტისკენ მოემართება კოლექტიურ ივანიშვილთა ორგანიზებული ჯგუფი, მილიონერთა ბანდების სახით, ახალი მილიარდების საშოვნელად. მათი გადეპუტატება ქვეყნის დასარულის ტოლფასი იქნება. მოვუწოდებ ჩემს ხალხს, არ გაეკაროთ მათგან მოცემულ ვერცხლს, რადგან ეს ერთდღიანი მაძღრობა და სამუდამო სიღატაკე იქნება.
მოვუწოდებ კრიმილალ მილიარდელებს, მოხსებით თქვენი ბინძური კანდიდატურები. არცერთი მილიონერი პოლიტიკაში – ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა”,- განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე კანდიდატების ფოტოებიც წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრები იყვნენ და კლასობრივ მტრებს წარმოადგენენ.
“ლეიბოროსტული პარტიის” ლიდერმა შემდეგი კანდიდატები დაასახელა: იოსებ მაკრახიძე, ცეზარ ჩოჩელი, გოდერძი ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე კობა ნაყოფია, ირაკლი ხახუბია.

banner
წინა სტატიაშიჭუბურხინჯში 85 წლის მოხუცი დააყაჩაღეს – რა კავშირი აქვს ,,ტყის ძმებს“ გახშირებულ თავდასხმებთან?
შემდეგი სტატიაკრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება