შალვა ნათელაშვილი – „პანკისში მაჩალიკაშვილის მკვლელობამ დაადასტურა რომ უშიშროების სამსახური თვითონ გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად

ლეობორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის მკვლელობას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

 

„პანკისში მაჩალიკაშვილის მკვლელობამ დაადასტურა რომ უშიშროების სამსახური თვითონ გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად და ტერორიოზმის ხელშემწყობად.  იგი წარმოადგენს საფრთხეს მთელი ქვეყნისათვის და გადაქეცულია ივანიშვილის ოლიგაქრიული დიქტატურის პირად ზონდერ-ბრიგადად, რომლის მოვალეობაა პოლიტიკური დევნა, შანტაჟი, კონტროლი, თვალთვალი, არჩევნების გაყალბება, პარტიების შექმნა, პარტიების დაშლა, დეპუტატების გაყვანა, დეპუტატების გამოძახება, დეპუტატების არგაყვანა და საბოლოო ჯამში ის არის 21-ე საუკუნეში გესტაპოსა და ккв-ს საშინელი სიმბიოზი. საკითხს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა. მე მოვუწოდებ უშიშროების ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან. მათ აღარ აქვთ უფლება პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და შენარჩუნებაზე, სანამ ხალხი მიადგებოდეთ თავიაანთ ოფისებთან”-  აცხადებს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიექსტრადირების თემაზე სასაუბროდ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იური ლუცენკოს შეხვდა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ აბიტურიენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტს!