შალვა ნათელაშვილი: მონარქიის აღდგენა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ქართულ სახელმწიფოებრიობას

“პატრიარქის გულწრფელი პოზიცია მონარქიის აღდგენაზე, ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნება მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად. რაც შეეხება უშუალოდ ამ ინტიტუტის რეანიმაციას, ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უწმინდესის მიმართ, მეფობის საქართველოში აღდგენა გახდება ჩვენი ისედაც დახლეჩილი საზოგადოების კიდევ უფრო დაქსაქსვის, ნაზირ-ვეზირობის, თავადობის, აზნაურობის მაძიებლობის,შესაბამისად, ქონებრივი სარგებლის მოთხოვნის, ჩვენი ბიუჯეტისათვის უსაქმური სამეფო ოჯახის სარჩენად კიდევ რამდენიმე მილიარდით დამძიმების და ბევრი სხვა უბედურების საგანი,რამაც შეიძლება საბოლოოდ დაუსვას წერტილი ქართულ სახელმწიფოებრიობას, ისევე, როგორც სწორედ ბაგრატიონებმა თავიაანთი ტრაქტატით დაუსვეს წერტილი 200 წლის უკან ქართულ სახელმწიფოს-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითფრინავს მეხი დაეცა
შემდეგი სტატიაასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, მხოლოდ და მხოლოდ