შალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს – ,,გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში კენჭს იყრიან პატარა ბიძინები… არ მიიღოთ მონაწილეობა მორიგ ფარსში“

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. შალვა ნათელაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა ,, ბანკრ-ოლიგარქთა მორიგ ფარსში“.
,,ლეიბორისტული პარტიის ყველა მხარდამჭერს. ხვალ მასობრივად გაყალბებული არჩევნების ეგრეთწოდებულ მეორე ტურში კენჭს იყრიან ივანიშვილისგან ნაკურთხი კანდიდატები, პატარა ბიძინები. მოგიწოდებთ არ მიიღოთ მონაწილეობა ბანკრ-ოლიგარქთა მორიგ ფარსში და დაარწმუნეთ თქვენი ახლობლები იგივეში“ – წერს ნათელაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში მგლებმა პირუტყვი დაგლიჯეს
შემდეგი სტატიასიორიძემ პირველ ტურის დასრულების შემდეგ სცადა ჩემთან მოლაპარაკება – ენმ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე