შალვა ნათელაშვილი ხობის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა

 

შალვა ნათელაშვილი ხობის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ხობელებს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ ესაუბრა. ნათელაშვილის მტკიცებით, სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში ქართულ ოცნებას კანდიდატებად ბიზნესმენები ჰყავს წარდგენილი, რომლებსაც დეპუტატობა ბიზნეს ინტერესებისთვის სჭირდებათ.

„პარლამენტში გამოცხადებულია ოლიგარქების შტურმი. ისინი ცდილობენ, ვერცხლით იყიდონ დეპუტატის მანდატები. ჩვენი დევიზია – მეტი მდიდარი ქვეყანაში, არც ერთი მილიონერი პოლიტიკაში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავიაიერიშებს სირიის ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ დასახლებაში 3 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების საკითხზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა