შალვა ნათელაშვილი: ხელისუფლებიდან არანაირი დახმარების ნიშანწყალი არ ისმის და არ იგრძნობა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დღეს გორის რაიონის სოფელ თორტიზაში ჩავიდა და ყინვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სოფელს დახმარება სასწრაფოდ სჭირდება.
შალვა ნათელაშვილის თქმით, მთელ საქართველოში სხვადასხვა მიზეზით გაფუჭდა მოსავალი და ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა.
„ხელისუფლებიდან არანაირი დახმარების ნიშანწყალი არ ისმის და არ იგრძნობა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, მოიკლოს ფუფუნება და გადმოისროლოს მთელი რეზერვები ამ დაზარალებულ გლეხებთან და ფერმერებთან,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
თორტიზაში კი ყვებიან, რომ აპრილის ცივმა ამინდებმა კურკოვანი კულტურა მთლიანად გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ლიაში ივანე ქარდავას სახლის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა
შემდეგი სტატიაბავშვების ბანდები თბილისში სავაჭრო ობიექტს ობიექტზე ქურდავენ