შალვა ნათელაშვილი ანდრია ნოტჰელს შეხვდა

დღეს ვენაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი,ჰოფბურგის სასახლეში მიიღო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა,საგანგებო ელჩმა ანდრიას ნოტჰელმა.

განიხილეს საქართველოში შექმნილი უმძიმესი საარჩევნო გარემო.შ.ნათელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ოლიგარქ-ბანკირთა დაჯგუფება, რომლებმაც ქვეყანა გადააქციეს საკუთარ ბიზნეს კორპორაციად არ დაუშვებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ევროპული ორგანიზაციების სერიოზული ზეწოლის გარეშე და ისევე გააყალბებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც ეს მოახდინა ყველა განვლილ არჩევნებში. ვინაიდან ოლიგარქიული რეჟიმის არსებობა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებში მოქალაქეთა კატასტროფულ პასიურობას, რის შედეგადაც საარჩევნო ყუთთან ძირითადად მოდიან საბიუჯეტო მუშაკები ან უკვე წინადღით მოსყიდული ამომრჩევლები,ერთადერთი გამოსავალი აქედან არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის დაკანონებაა,როგორც ეს ხდება საბერძნეთში,ბელგიაში,თურქეთში,ავსტრალიაში,ბრაზილია-არგენტინაში და სხვაგან. შ,ნათელაშვილმა სთხოვა ეუთოს აქტიური დახმარების აღმოჩენა ამ უდიდესი პრობლემის დროულადგადაწყვეტაში.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი საქართველო“: “RMG GOLD“ გარემოს წამლავს
შემდეგი სტატიათბილისის ოპერის თეატრში ნანა ქავთარაშვილი სანტუცას იმღერებს