შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება

ვის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? - დაინტერესდა აშშ კონგრესიდღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გრძელდებოდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის,პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის შეხვედრები წარმომადგენელთა პალატის წევრებთან. გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა კონგრესმენ დენი დევისთან, რობერტ პიტინგერთან, მარკ მულინთან, დინა ტიტუსთან,სტივ რასელთან,შემდგომ შეხვედრებმა გადაინაცვლა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. შალვა ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ საქართველო დღეს ოკუპირებულია არა მარტო უცხო აგრესორის არამედ ოლიგარქ-ბანკირთა მიერაც, რომელთაგან განთავისუფლებაში სტრატეგიულმა მოკავშირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრი ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლებისგან დაცალა
შემდეგი სტატიათბილისის მერი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა