სევდია უგრეხელიძე : ნარმანიამ 2 წლის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ვერ მოირგო

თბილისის მერის, დავით ნარმანიას, ახალი მოადგილეების და მერიის 2 საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცებას ეხმაურებიან ოპოზიციაში.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, სევდია უგრეხელიძის, თქმით, “ნარმანიამ 2 წლის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ვერ მოირგო”.

“ცვლილებები ამ რაოდენობით არის არასტაბილური სიტუაციის შემქმნელი მერიაში. ეს შეიძლება, არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომ ვერ მუშაობს მერია და თბილისის მთავრობა, მაგრამ ნარმანიას ხელმძღვანელობით ეს რომ გამორიცხულია, ჩვენ ვართ დარწმუნებული იმიტომ, რომ 2 წლის განმავლობაში მან ვერცერთი გუნდი ვერ მოირგო,” – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრის, შორენა ბუხრაშვილის, თქმით, “არ შეიძლება, თანამდებობაზე მოდიოდნენ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები”.

“მერიაში მსგავსი ტიპის ძალიან ხშირი ცვლილებები მიუთითებს მერიაში არსებულ სისტემურ გაურკვევლობას. არ შეიძლება, 2 წლის განმავლობაში განხორციელდეს 31 ცვლილება და არ შეიძლება, ადამიანები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებდნენ თანამდებობებს და აღნიშნულ თანამდებობებზე მოდიოდნენ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები,“ – აღნიშნა ბუხრაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„რუსეთის მეხოტბეები არ მიუშვათ გმირების საფლავებთან!“ – გოჩა მირცხულავას სკანდალური „ფეისბუქპოსტი“
შემდეგი სტატიარუსთავი2 მაყურებელს წინასაარჩევნოდ ახალ ფორმატს შესთავაზებს