სეულმა მოსკოვს ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სანქციების გამო ერთობლივი პროექტი გაუჩერა

სამხრეთ კორეის მთავრობამ რუსეთს სამმხრივი პროექტის “ჰასან-რაჯინის” შეჩერების შესახებ აცნობა, რომელიც ტვირთის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან გადაზიდვებს ეხებოდა.

პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანის მიმართ მიღებული სანქციების ფარგლებში გაჩერდა – ამის შესახებ სამხრეთ კორეული სააგენტო “იენხალი” იტყობინება.

რუსეთს შესაბამისი შეტყობინება 7 მარტს გაეგზავნა. მოსკოვმა, პროექტის გაჩერების გამო სინანული უკვე გამოთქვა.

banner
წინა სტატიაში,, საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის”
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძისა და “მაესტროს”თანამშრომლების შეხვედრა დასრულდა