სესხების ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დოლარში არსებული სესხების ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ პრემიერმა მიმდინარე წლის მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად, სესხების ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმის განხორციელებას 2017 წლის იანვრიდან ვიწყებთ. ერთჯერადი ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება, ამიტომ, დღეს ფინანსთა მინისტრს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ეს კონკრეტული დეტელები გამოაქვს. განვიხილავთ ამ დეტალებს და მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დეტალური განმარტებები გააკეთოს ამ პროცედურების შესახებ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით ამოიწუროს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების „გალარება“ სწორი პროცესია, რომელიც დოლარზე მოსახლეობისა და საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას ისახავს მიზნად.

„ვფიქრობთ, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას ბარაკ ობამამ ცრემლი ვერ შეიკავა
შემდეგი სტატიამთავრობის სხდომაზე კომპანია „გაზპრომის“ წინადადებაზე იმსჯელებენ