სესიაშვილი : სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 3, 2018 13:45

სესიაშვილი : სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია

საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელი მარტივი და საიმედო უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეხანძრე-მაშველებს სჭირდებათ ახალი ტექნიკა, უკეთესი სამუშაო პირობები და საზოგადოების მხარდაჭერა.

„ბოლო წლებში დაგროვილმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სახანძრო ზედამხედველობის მიმართულებით სტანდარტების გაუმჯობესება აუცილებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგეგმილ რეფორმებში სწორ აქცენტებს აკეთებს. მისასალმებელია, რომ სამაშველო სამსახურების საქმიანობაში ჩაერთვებიან ის წვევამდელები, რომლებიც ალტერნატიულ შრომით სამსახურში იქნებიან გაშვებული. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე სამაშველო საქმიანობაში, მეორე მხრივ კი, მიზნობრივად მოხდება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რესურსისა და პოტენციალის სწორად გამოყენება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ დელტას ბაზაზე იწყება სახანძრო ტექნიკის წარმოებას. “ეს განაახლებს როგორც ტექნიკურ შესაძლებლობებს, ასევე, ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება ასეთი პროდუქციის ექსპორტზეც გაყიდვა”, – განაცხადა სეისაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილების მიმღები, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 3, 2018 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics