სესიაშვილი: მანქანის გაქურდვის ადგილზე ჩემი შვილის ანაბეჭდები იყო, რადგან მანქანის პატრონთან მეგობრობს

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნიაირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მანქანის გაქურდვის ადგილზე მისი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს, რადგან ავტომობილი მისი ახლო მეგობრისაა. სესიაშვილი ამბობს, რომ მანქანაში არის დავით სესიაშვილის ანაბეჭდები, რადგან ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ.

დღეს, 27 აპრილს, ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, რათა გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩეს. ასევე მოითხოვს სამართლებრივ რეაგირებას ცრუ დასმენის ფაქტზე. მისი განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცრუა და ეს უბრალოდ პოლიტიკური ცილისწამებაა.
“საქმე ეხება 2015 წლის მარტში ჩადენილ მანქანის ქურდობას. ეს მანქანა ეკუთვნის ჩემი შვილის უახლოეს მეგობარს. ისევე როგორც მისი მშობლები, არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები და ცხადია, ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდათ ურთიერთობა. და ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე ადამიანის თითის ანაბეჭდი, მათ შორის ჩემი შვილის, და თავისთავად ცხადია, ეჭვი არ შეეპარება საღად მოაზროვნე საზოგადოებას, რომ ეს ბუნებრივია.
ნაციონალურ მოძრაობას შეეშინდა და მე პირადად ვერ გამიბედეს, ამიტომ გადაწვდნენ ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს. თავისთავად ცხადია, მათ მოეთხოვებათ პასუხი ამ ცილისწამებაზე,” – აცხადებს სესიაშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ 2015 წელს მომხდარ მანქანის ქურდობაში ირაკლი სესიაშვილის თითის ანაბეჭდები ფიგურირებს. მათივე თქმით, ფაქტის შესახებ დავით სესიაშვილის სუს-ში დასაქმების შემდეგ, მისი პირადი მონაცემების გადამოწმებისას გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში უცხოელი მოხალისე სცემეს
შემდეგი სტატიატრამპა მექსიკასთან და კანადასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა გადაიფიქრა