სერჟ სარგსიანი ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრას დათანხმდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, სერჟ სარგსიანი ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა 22 აპრილს, 10:00 საათზე სასტუმრო „მარიოტში“ შედგება. თავად ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის გადადგომის საკითხს დააყენებს. პაშინიანის თქმით, 11:00 საათზე დაგეგმილი აქცია ერთი საათით გვიან, 12:00 საათზე დაიწყება.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახალი პრემიერი სერჟ სარგსიანი, აცხადებს რომ დაკავებული თანამდებობიდან მაშინ გადადგება, როდესაც მთიანი ყარაბაღის საკითხი მოგვარდება.
,,ჩემი მხრიდან პრემიერის პოსტის დაკავება განპირობებული იყო ერთი უბრალო გარემოებით.. ამ რეგიონში რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და დროა, რომელიც სავსეა ახალი გამოწვევებით. ჩვენ ვალდებულები ვართ ვუზრუნველყოთ ქვეყნის უსაფრთხო განვითარება და განვაგრძოთ ძალისხმევა ყარაბაღის პრობლემის ღირსეული მოგვარებისათვის. ჩემი თვალთახედვით, ეს პრობლემები მოგვარებადია. ამის შემდეგ კი ხხელისუფლების სათავეში ახალ მოღვაწეებსაც შეეძლებათ მოსვლა”-აცხადებს სარგსიანი.

banner
წინა სტატიაშიმამაჩემს სცემდნენ, ჩვენება იძულებით დამაწერინეს-ის, რაც ვთქვი, ტყუილია
შემდეგი სტატიათბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს