სერგო რატიანი: წინააღმდეგი ვართ ეს მთავრობა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

წინააღმდეგი ვართ, რომ ეს მთავრობა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა-ეს განცხადება, “ნაციონალური მოძრობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა გააკეთა. რატიანი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა და თუ ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც იყო, ეს ქვეყანას შეიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში.

“არის კორუფცია, არის კრიმინალის ზრდა და ამ პირობებში არ არსებობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა და ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც იყო. ეს ქვეყანას შეიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში და შესაბამისად, ჩვენ ვართ წინააღმდეგი, რომ ეს მთავრობა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა,” – განაცხადა რატიანმა.
პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
რიგგარეშე სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებენ. დაგეგმილია დეპუტატების სიტყვით გამოსვლებიც. ამის შემდეგ, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან.

banner
წინა სტატიაშიუახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება
შემდეგი სტატია“ყველა პუნქტი, რომელთა შესრულებასაც პრემიერი სტუდენტებს დაპირდა, შესრულდა ან შესრულების პროცესშია”