სერგო რატიანი : საზოგადოება არ დაუშვებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა გადასახადების გასაზრდელად, პარლამენტის თბილისში გადმოსატანად და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესასუსტებად სჭირდება. რატიანის თქმით,საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“:

„ხელოვნური და არაჯანსაღია როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47% და სურს ამაზე მეტი, მას სურს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ამ ლეგიტიმაციით, როდესაც მოსახლეობას ეს ლეგიტიმაცია მისთვის არ მიუცია. მათ სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ რეფერენდუმის გარეშე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები, საზოგადოება ამას არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : ოთხი წლის განმავლობაში მთავრობამ 12 500 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები გადასცა
შემდეგი სტატიატრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა