სერგო რატიანი – ფაქტობრივად შაშკინის შპარგალკას იყენებენ

ნუ შეადარებთ შაშკინის და მერაბიშვილის სამინისტროებს ახლანდელთან, ძალიან ბევრი შეცდომა იყო, ერთია რა წერია კანონში და მეორეა რა ხდებოდა, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სერგო რატიანს კომიტეტის სხდომაზე.

სერგო რატიანის თქმით, განათლების კანონში შესატანი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია. მისი აზრით, დაგეგმილი ცვლილებები დაგვიანებულია და ფაქტობრივად შაშკინის შპარგალკას იყენებენ. რატიანის თქმით, არსებობს საშიშროება, რომ მანდატური სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩაერიოს, რაც დაუშვებელია.

აღნიშნულ პოზიციას უმრავლესობაში არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ წარმოდგენილი
პროექტით მაქსიმალურად ხდება ბალანსის დაცვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხმალაძე – მეტრო ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს მკურნალობის ყველა ხარჯი აუნაზღაურდებათ
შემდეგი სტატიამანდატურები შესაძლოა იმ სკოლებშიც შევიდნენ, სადაც აქამდე არ იყვნენ