სერგო რატიანი : ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა.

როგორც რატიანი აცხადებს, ეს ფაქტი მხოლოდ დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.

”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100 000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ: მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ 20 კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ, გაუშვა სამსახურიდან ორმოცი. მე ”ნაციონალურ მოძრაობაში” 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – აცხადებს სერგო რატიანი.

ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამსახურიდან ის ადამიანები დაითხოვეს, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას, მათ შოირს- კობა ხაბაზი და გოგა ონიანი.

banner
წინა სტატიაშიმეტროს სადგურებზე „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი ფოტოხაფანგის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს დაესწრო