სერგო კაპანაძე: რაც ბოლო დღეებში ხდება, იმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირდაპირ მთავრობას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის წევრი სერგი კაპანაძე ლარის კურსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

“რა თქმა უნდა ნაწილობრივ არის სიმართლე, რომ ეს იყო აჟიოტაჟი და ამის განმაპირობებელი იყო ის განცხადება, რომელიც მთავრობამ გააკეთა. ეს არ არის მარტო ლარიზაციის გეგმა ეს არის, ეს არის მთელი ის პაკეტი, რომელიც ასე ამაყად გამოაცხადა პრემიერმინისტრმა, რომელმაც ნამდვილად შექმნა ცუდი მოლოდინები ბაზარზე. მთავარი ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება იამზე, რაც ბოლო დღეებში ხდება არის პირდაპირ მთავრობა. აქამდე ლარს ბევრი ფაქტორი აუფასურებდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იყო ის არათანაბარი ხარჯვა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეინიშნება, მაგრამ ახლა უკვე სრულიად სხვა რამე დაემატა, ეს აბსოლუტურად აბსურდული იდეები, პოპულისტური იდეები, რომელიც არ არის ეკონომიკიდან გამომდინარე, არის სოციალური პროექტი,“ – განაცხადა კაპანაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ქვეყანაში არ არის სანდო ფული, ლარი არის არასანდო ვალუტა
შემდეგი სტატია“ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-სთან საქართველოს კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული მისწრაფებების და ძალისხმევის მხარდაჭერას”