სერგი კაპანაძე : ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა პარლამენტის ვიცე სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, როდესაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.

„ევროპულ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი, რომელიც დღეს არსებობს, კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, მათ შორის იმ კუთხითაც, რომელზეც საპატრიარქო საუბრობს. სხვადასხვა ადგილები ამ კანონში უფრო მეტად დასახვეწია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვას. საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია აბაშაში მოკლული ახალგაზრდის ცხედარს ეძებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა