სერგი კაპანაძე : მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მაქსიმალური კონტაქტები დაამყაროს ტრამპის ადმინისტრაციასთან

ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა ბოლო ინფორმაცია შედეგების შესახებ. სწორედ აქ გაკეთდა პირველი კომენტარები.

ნაციონალური მოძრაობის წევრების აზრით, საქართველოს ამოცანაა, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში იმუშაოს კონტაქტების დამყარებაზე.

„გამოწვევაა, მისი განცხადებები, აქამდე არსებული დამოკიდებულება პუტინის მიმართ, ევროპული უსაფრთხოების მიმართ, კითხვის ნიშნებს ბადებდა, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მაქსიმალური კონტაქტები დაამყაროს ტრამპის ადმინისტრაციასთან,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

banner
წინა სტატიაში(video) ,,ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები” – ტრამპის პირველი მიმართვა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : დარწმუნებულ ვარ, რომ შეერთებული შტატები დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად