სერგი კაპანაძე : ხორავაზე მოკლული მოზარდების საქმეში მთავარი პროკურატურისა და სასამართლო სისტემის სრული ჩავარდნაა

პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას. ეს საკითხი დღის წესრიგში ორმოცდამეთოთხმეტეა და მოვითხოვეთ, რომ თავში გადაგვეტანა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ ჭინაურდება აღნიშნული კომისიის შექმნა.

„საზოგადოებამ აშკარად დაინახა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში მთავარი პროკურატურისა და სასამართლო სისტემის სრული ჩავარდნაა”,-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ კატასტროფულმა ჩავარდნამ საზოგადოება იმ შედეგამდე მიიყვანა, თითქოს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც 12 ჭრილობა აქვს, არავის არ მოუკლავს.

„ეს არის შედეგი იმ ვაკხანალიისა და მარაზმის, რაც ხდება. დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, სრულიად გაუგებარია, რა არის აქ გადასაწყვეტი”, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს კლანი სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით ხელს აფარებს მკვლელებს,”-მაჭუტაძე სუბარის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატია“განაჩენი ადასტურებს, რომ გამოძიებამ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა”